LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა

165
enguri

ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი ჩაიკეტა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა დღეს 17:00 საათიდან ცალმხრივად ჩაკეტა.

ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით გადაადგილება სრულად აიკრძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა კი, შეუძლიათ მათ, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი აქვს.

როდის მოიხსნება შეზღუდვა, ჯერ უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები