LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან ყველაზე მეტი ადამიანი 2011 წელს დააკავეს – უკანონო დაკავებების სტატისტიკა

62
MEDIA

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება.

2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე.

მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული.

უწყების ცნობით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე  ხდება.

ვრცელდება მცდარი მოსაზრება თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს, ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება პროცესებს კრიტიკულად აზიანებს: სუს-ი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები