LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს

103

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ახლობლები ამბობენ, რომ  27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი სოფლის სალოცავში წავიდნენ და მათი დაკავება ამ დროს მოხდა.

სუს-ის ცნობით, ორი მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მომხადრის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.