ყარაფილაში, ე.წ. საზღვართან საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ისვრიან ისვრიან. მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ყარაფილაში ტყის მხარეს ე.წ. რუსი მესაზღვრები ისვრიან.
მათივე ინფორმაციით, მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში წვრთნები მიმდინარეობს.
“ფორტუნას” ინფორმაცია სუს-ში დაუდასტურეს, სადაც ასევე განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანის მიმდებარედ, მცირე ზომის ხანძარიც დაფიქსირდა, რომელსაც სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ.
“აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე , ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად , ოკუპირებულ ტერიტორიზე , ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ”, – განაცხადეს სუსში.