LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საოცრად მეწყინა…საოცარი პარტნიორი და უბრალოდ ძალიან საყვარელი ადამიანი…მშვიდობით” – ნინო სურგულაძე თამარ სხირტლაძეზე

130
BeFunky-collage - 2022-11-24T000905.862

ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ნინო აღნიშნავს, თამარ სხირტლაძე საოცარი პარტნიორი და უბრალოდ ძალიან საყვარელი ადამიანი იყო.

“ქალბატონი თამარ სხირტლაძე აღარ არის.

საოცრად მეწყინა… ფანტასტიკური პიროვნება, არაჩვეულებრივი მსახიობი… მქონდა ბედნიერება მასთან მემუშავა ფილმ “მეტიჩარაში” და წლების შემდგომ ფილმ “ვალსი პეჩორაზე” გადავიღეთ.

საოცარი პარტნიორი და უბრალოდ ძალიან საყვარელი ადამიანი.

ღმერთმა დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს ცათა სასუფეველი!

მშვიდობით ძვირფასო თამარ! მადლობა ყველაფრისთვის!”, – წერს ნინო სურგულაძე.

ქართველი მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა “წლის პერსონის” წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან “ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი”.

“სიცოცხლე საინტერესო რამაა, მუდმივი მოძრაობა კი მას მეტად უხდება. ღმერთს ვუყვარვარ, იცის, რომ ჩემთვის გაჩერება არ შეიძლება და ყოველთვის მაძლევს ასპარეზს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

ვიდეო: “ტყუპებზე ვიყავი ფეხმძიმედ და ჩემმა დედამთილმა გაჩენის უფლება არ მომცა” – თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძე: „როგორ შეიძლება ასე მსჯელობა, რომ ვაქცინას არ გაიკეთებ. კი მაგრამ, შენ ვინ გეკითხება?“

ვიდეო: “მარტო ვცხოვრობ…სულ კოტეს ველაპარაკები, მენატრება…ამბობდა, რომ თამარა დღემდე სიგიჟემდე მიყვარსო” – თამარა სხირტლაძე მეუღლეზე

ვიდეო: „ძალიან ნაწყენი ვიყავი ღმერთზე, ჩემი ერთადერთი შვილი რომ წაიყვანა” – თამარ სხირტლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები