LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი სანახაობა: მოედანზე ერთდროულად 29 ათასი სათამაშო ისროლეს (ვიდეო)

125

კანადელმა გულშემატკივრებმა ყინულზე თითქმის 29 ათასი რბილი დათვი გადააგდეს. დასავლეთ ჰოკეის ლიგის ახალგაზრდული მატჩი, რომელიც ”კალგარი ჰიტმენსა” და ”სვიფტ-კარენტ ბრონკოსს” შორის გაიმართა, მეორმოცე წუთზე შეჩერდა. ”ჰიტმენის” ისტორიაში ”სკოუშაბენკ-სედლდოუმის” 19 ათასიან არენაზე ანშლაგი პირველად დაფიქსირდა.

მთლიანობაში ყინულზე 28 815 რბილი დათვის სათამაშო დაყარეს, რაც ახალი რეკორდია. შეგროვებული სათამაშოები 50 ადგილობრივ საქველმოქმედო დაწესებულებას გადაეცემა.

ყინულზე რბილი დათუნიების სროლა ”ჰიტმენის” გულშემატკივრებს შორის ყოველწლიური ტრადიციაა. აქციის პირველად ჩატარების მომენტიდან, ეს კი 1995 წელს მოხდა, ყინულზე 300 ათასამდე დათუნიაა ნასროლი.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=b8YfHu8FfEg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები