LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი ხალხი ხართ რაჭველები…6 ბიჭი იყო, „სანსეტ შოვამდე” მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს და იქ გადაგვიყვანეს” – რას წერს ერთ-ერთი მოქალაქე

2562
BeFunky-collage - 2023-08-04T231809.377

მოქალაქე, გია ადამია, რომელიც შოვში მომხდარ ტრაგედიას გადაურჩა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და რაჭველებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი გადარჩენისთვის იმ რაჭველ ბიჭებს, სამწუხაროდ სურათი ვერ გადავუღე. 6 ბიჭი იყო, „სანსეტ შოვამდე” მისასვლელი გზა ფიცრებით გაგვიკეთეს და იქ გადაგვიყვანეს. მერე გადმოგვაფრინა სამაშველომ, მინდა მათაც უღრმესი მადლობა გადავუხადო.

ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და მის ვაჟს, ასევე ბატონი დავითის ძმაკაცს და მის ოჯახს, მათ თანადგომას ვერასდროს გადავიხდი. ონის მერს რომელიც ყველანაირად დამეხმარა და სახლში მიგვიყვანა. საოცარი ხალხი ხართ რაჭველები…
ყველა დაკარგულს სამშვიდობოს გამოსვლას ვუსურვებ”, – წერს გიო ადამია.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები