LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საოცარი ამბავი მინდა გაგიზიაროთ: ვიდეო უნახავს და 33 წლის შემდეგ მამიდაჩემს მისწერა, ღირდა თურმე თავგანწირვა თქვენნაირი ადამიანისთვისო..” – ბასტი მგალობლიშვილი

27359
BeFunky-collage

პედაგოგმა ნანა მგალობლიშვილმა, 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ, გამოცემას “პუბლიკა” მოუყვა ტრაგიკულ დღეს გადამხდარი ამბავი, რა დროსაც ის სიკვდილისგან სრულიად უცნობმა ბიჭმა გადაარჩინა.

ნანა მგალობლიშვილის ძმისშვილი, “პუბლიკას” ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი საზოგადოებას ამცნობს, რომ მამიდამისის მიერ საჯაროდ მოყოლილ ამ ისტორიას, საოცარი გაგრძელება მოყვა.

საქმე ისაა, რომ ნანა მგალობლიშვილს, 33 წლის შემდეგ გამოეხმაურა ბიჭი, რომელმაც პედაგოგი 9 აპრილს სიკვდილისგან გადაარჩინა.

“მამიდაჩემზე გადაღებული ვიდეო ვინც ნახეთ, გემახსოვრებათ, რომ 9 აპრილს, როდესაც რუსი ჯარისკაცი დუბინკით სცემდა, სრულიად უცნობი ბიჭი გადაეფარა, სიკვდილს გადაარჩინა და თვითონ ტვინის შერყევა მიიღო. ამ ბიჭს გოჩა შუკვანი ერქვა.
ახლა საოცარი ამბავი მინდა გაგიზიაროთ: ვიდეო უნახავს და 33 წლის შემდეგ მამიდაჩემს მისწერა. უკრაინიდან. ფრონტზეა. იქამდე თურმე საქართველოს ყველა ომში უბრძოლია. ფრაგმენტი მისი წერილიდან:

გამარჯობა ნანა, როგორ ბრძანდები, ცრემლი წამომივიდა თქვენ რეპორტაჟს რომ მოვუსმინე, ჩემმა ძმამ გადმომიგზავნა თორემ აქ უკრაინაში ნაღდი ვერ ვნახავდი, 33 წელი გავიდა და თქვენი არაფერი მსმენია, თქვენს რეპორტაჟს რომ უყურე მივხვდი რომ ღირდა თურმე თავგანწირვა თქვენნაირი ადამიანისთვის, რომელსაც ბევრი ბავშვი ეყოლება გაზრდილი და სწორ გზაზე დაყენებული.

ცრემლებს ვერ ვიკავებ. დიდება გმირებს”, – წერს ბასტი მგალობლიშვილი.

“ემოციები თითქმის არ განელებულა, ეს იყო რომანტიკული განცდა” – 9 აპრილი დემონსტრანტის მოგონებებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები