„სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი მსოფლიოში რძის პროდუქტებისა და ყველის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „ლაქტალის ჯგუფი“ გახდა.
როგორც ”ფორტუნას” ”სანტედან” აცნობეს, „ლაქტალისთან“ თანამშრომლობა კომპანიას მისცემს საშუალებას ქართული პროდუქტები წარმოაჩინოს მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ასევე დიდი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
„ლაქტალისის“ თანამონაწილეობა ქართული რძის პროდუქტების წარმოებაში იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში სამომავლო ინვესტირებისათვის”, – განაცხადეს ”სანტეში”.
„ლაქტალისი“ 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ დაარსდა საფრანგეთში. დღეს, ოჯახის საკუთრებაში მყოფი „ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, ისეთების როგორებიცაა: „პრეზიდენტი“, „პარმალატი“, „გალბანი“.
„ლაქტალის ჯგუფში“ ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული. კომპანიის ბრუნვამ 2014 წელს 16.5 მილიარდი ევრო შეადგინა.