LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტამ Covid-19-ით დაავადებულ პატარებს საავადმყოფოში სახანძრო მანქანით მიაკითხა და საჩუქრები ფანჯრიდან გადასცა

122
264326242-2140181682797702-6108376500783792451-n

ზოგჯერ სანტას თავისი საქმის გასაკეთებლად არც მარხილი და არც ირმები არ სჭირდება.

პერუში მოხუცი კლაუსი სახანძრო მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოში, Covid-19-ით დაავადებულ პატარებს საჩუქრები წაუღო.
„კოვიდ- ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად აკრძალულია, თუმცა სანტამ და მეხანძრეთა ჯგუფმა გამოსავალი იპოვა“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა გამოცემა Reuters-თან.

“გამოსავალი ამწეს გამოყენება იყო, რათა სანტას პატარების ფანჯრებთან მიეღწია და საჩუქრები ასე გადაეცა. ეს ბავშვები შობას სახლებში ვერ შეხვდებიან, ამიტომ ჯადოსნური დღის მოწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.“

სანტამ და ბავშვებმა ნამდვილი სიყვარული ყველას აგრძნობინეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული, რომელსაც იღებ“, – განაცხადა სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულმა პოლ სანჩესმა. „მოისმინო, „მიყვარხარ სანტა“, ნამდვილი ჯადოქრობაა. შენ ხომ არც მათი დედა, არც მამა და არც ოჯახის წევრი ხარ.. და როცა უცხო ადამიანს სიყვარულს

უზიარებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები