LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა კლაუსმა მგზავრები Lexus-ით ასეირნა (ვიდეო)

37

კომპანია Lexus-მა საშობაო რგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც სანტა კლაუსი მსურველებს სარბოლო კუპე RC-F GT3-ით ამერიკულ ავტოდრომზე Willow Springs-ზე ასეირნებს.

ავტომწარმოებელმა ვიდეოს საშუალებით 100 000 დოლარი ქველმოქმედებისთვის გადარიცხა. Lexus-ს მრბოლელი სკოტ პრუეტი მართავს, რომელიც NASCAR-ის სერიაში გამოდის. ავტომობილში მსხდომ მგზავრებს ტრეკზე სწრაფი წრისას იმ საჩუქრების ჩამონათვალი უნდა წაეკითხათ, რომლებსაც ბავშვები საშობაოდ ისურვებდნენ. თითო წაკითხული ხაზიდან ”ლექსუსი” ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდში რიცხავდა.

თანხა არაკომერციულ ორგანიზაციას Toys for Tots გადაერიცხა, რომელიც 1947 წლიდან არსებობს და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც საკუთარი შვილებისთვის საჩუქრების ყიდვა არ შეუძლიათ.

https://www.youtube.com/watch?v=W6h3ocrGM3I

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები