LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა კლაუსის სოფელში მთელი წელი შობაა

santa

სანტა კლაუსის სოფელში მთელი წელი შობაა. გგონიათ რომ სანტა კლაუსს კარგად იცნობთ? მაგალითად იცით ის, რომ მოხუცი სანტა ოსლოს სიახლოვეს მდებარე სოფელ დრობაკში, ასეულობით წლის წინ დაიბადა. ამ სოფელში სანტას არსებობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა და დღესასწაული 365 ხანდახან კი 366 დღეც კი გრძელდება.

არავინ იცის, თუ როდის დაიწყო ეს ტრადიცია, მაგრამ ნორვეგიულ სოფელში მთელი წელი შობაა. სოფელი მთლიანად საშობაო ბაზრობებითაა სავსე, სადაც მსურველებს საინტერესო საჩუქრების შეძენა ან უგემრიელესი სადღესასწაულო ტკბილეულის დაგემოვნება შეუძლიათ. ქუჩებში კი სპეციალური საგზაო ნიშნები დგას, რომლებიც გამვლელებს სანტას მოახლოებას აუწყებს. ამასთან, დრობაკს თავისი საფოსტო ოფისიც აქვს, სადაც სანტასგან წერილის გაგზავნა სპეციალური შეფუთვითაა შესაძლებელი. ხოლო, მათთვის ვისაც საშობაო განწყობა არ ყოფნის, დანიშნულება – აკვარიუმს, ხელოვნების გალერეებსა და უამრავ საინტერესო გასართობს აერთიანებს. ამიტომ, ამ ზღაპარში მოგზაურობა ნამდვილად ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები