რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank ევროპის ბაზარს ტოვებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბანკმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებით შექმნილი ზეწოლის გამო მიიღო.
თავად Sberbank-ში ამბობენ, რომ ევროპის ბაზრის დატოვების მთავარი მიზეზი ფულადი სახსრების არანორმალური გადინება და ბანკის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
შეგახსენებთ, უმსხვილესი რუსული ბანკი Sberbank აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბანკების სიაში მოხვდა, რის გამოც ლონდონის საფონდო ბირჟაზე Sberbank-ის ღირებულება 92% შემცირდა.