LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება” – ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას

584
ამერიკა

სანამ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს წერილებით არ ესაუბრებიან, ვაშინგტონიდან კიდევ ერთი მწვავე წერილი მოდის, სადაც ახლა უკვე პირდაპირ სანქციებზეა საუბარი.

“ამ ნეგატიური ტრენდის გამო, რაც მე ამ წერილში აღვწერე და იმის გამო, რომ ვცდილობთ, ეს შევცვალოთ, სანქციების დაწესების მოთხოვნა იზრდება. მე შევუერთდი კონგრესმენების ამ მზარდ რიცხვს აღნიშნულის მოთხოვნაში“, – წერს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი.

ის წერილის დასაწყისში ამბობს, რომ უერთდება იმ ადამიანების რიცხვს, ვინც თვლის, რომ საქართველო განაგრძობს უკუსვლას დემოკრატიული ღირებულებებიდან და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან.

წერილის სრულ ვერსიას რადიო “ფორტუნა” უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები