აშშ-ს ელჩი საქართველოში აფასებს დასავლეთისა და აშშ-ის გზავნილებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან.
კელი დეგნანის თქმით, პარლამენტს შეეძლო, ეს პროცესი დაეპაუზებინა.
ელჩი ასევე არნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და ისინი შეშფოტებას გამოხატავს:
“სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები.
საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი.
აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის.
ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები.” – განაცხადა კელი დეგნანმა.