LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანკტ-პეტერბურგს კონფედერაციის თასის ჩატარების უფლებას ართმევენ

82

სანკტ-პეტერბურგს შესაძლოა კონფედერაციის თასის ჩატარების უფლება ჩამოერთვას. რუსული პრესა წერს, რომ აპრილის დასაწყისში სტადიონს ფიფას ინსპექცია ეწვევა. იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო აღმოაჩენს, რომ სტადიონი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სანკტ-პეტერბურგს კანდიდატობიდან მოხსნიან.

”არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ფიფას ვიზიტი ჩაიშლება. სტადიონამდე არ არის ხიდი, მეტრო და პარკირება – ეს კი ქალაქის კონფედერაციის თასის პრეტენდენტობის სიიდან ამოვარდნას ნიშნავს” – განუცხადა რუსულ მედიას საორგანიზაციო კომიტეტიდან სანდო წყარომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები