Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოების პრობლემები… – შრომითი ინსპექციის სამსახურმა 538 დარღვევა გამოავლინა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოების პრობლემები… – შრომითი ინსპექციის სამსახურმა 538 დარღვევა გამოავლინა

70
მშენებლობა

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ობიექტების შემოწმების პროცესში 538 დარღვევა გამოვლინდა – ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ფერაძის ცნობით, 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება.

როგორც მან აღნიშნა, განმეორებითი ინსპექტირების დროს კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს.

„ანგარიშში წარმოდგენილია თუ რომელი სექტორებია შემოწმებული და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით იქ, სადაც ყველაზე მაღალია დარღვევების მაჩვენებელი, ჩვენ მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული გვაქვს სექტორები და სექტორული მიმართულებით პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, ასევე სამშენებლო სექტორს. ამ ტიპის ობიექტების შემოწმება იყო პრიორიტეტი გასულ წელს. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს – არ არის შეფასებული საფრთხეები და რისკები 11%-ში, არ არის დაცული სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები და მოუწესრიგებელია ეკონომიკა 9,3%-ში, დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით 7,7%-ში, არ არის შემოწმებული ტექნიკური აღჭურვილობა 7,6%-ში, არ არის დაფარული ღიობები 7,4%-ში, არ არის ჩატარებული სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ არის შემუშავებული უსაფრთხოების გეგმა, არ არის მოაჯირების სტანდარტი მშენებლობებზე და არ გამოიყენება უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშნები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.