რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობმა, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ 4 თებერვალს სპექტაკლ „ვანო და ნიკო“-ში შესრულებული როლი ბაბუის – ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას მიუძღვნის.
„ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ!“, აღნიშნა მსახიობმა.
წლების წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემ, როდესაც „სპექტაკლით „ კავკასიური ცარცის წრე“ გასტროლზე იმყოფებოდა და მოულოდნელად მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მსახიობმა დედის თხოვნით ბოლომდე ითამაშა.
ჯემალ ღაღანიძემ ექვსასჯერ ითამაშა „კავკასიურ ცარცის წრეში“ ისე, რომ არც ერთი მიზეზით შემცვლელის შეყვანა საჭირო არ გამხდარა.
„როდესაც მე დავიბადე, დღემდე მაქვს ის აფიშა შემორჩენილი, როდესაც მას ახარეს, რომ გაგიჩნდა შვილიშვილიო, ვინც იყო გასტროლზე, ყველას ხელმოწერა მაქვს შემორჩენილი. თავად აქვს მიწერილი ასეთი რამ, – მომავალ ერისკაცს, მინდა იყო ბედნიერი და ჯანმრთელი კაცი ამ ქვეყანაზე. ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი და მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით“, დასძინა სანდრო მიკუჩაჩე-ღაღანიძემ. ის იხსენებს, რომ ბაბუა მასთან ერთად იყო ყველა რეპეტიციაზე…
„იმედი მაქვს, ისეთ სიტყვას ვიტყვი, როგორიც საჭიროა და როგორიც მას ეკადრებოდა“, დასძინა მსახიობმა.