სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შვილმკვდარი მშობელი დგას და იგივე მოთხოვნები აქვს, რაც ირინა ენუქიძეს ჰქონდა. მარგველაშვილის თქმით, „ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს“.