“ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ამ ქვებს ვაკოცო”, – დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პარტია “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ის დავით გარეჯში ქვებს კოცნის.
“ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ამ ქვებს ვაკოცო. ამ ქვებს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვაკოცოთ. ამ ქვებს უნდა მოვეფეროთ. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ეს არის საქართველო და ვერავინ, ვერასდროს წაიღებს ვერც ამ ქვას, ვერც ამ მიწას, ვერც ამ ხეს”, — ამბობს ბრეგაძე.
https://www.facebook.com/sandro.breg/videos/4873455772679913/?t=1