საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“ცვლილება ჩვენს ხელშია! ყველანი წავიდეთ ზეგ არჩევნებზე!” – წერს სანდრა რულოვსი.
შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა რამდენიმე კვირის წინ, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქე, უერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
ამავდე დღეს, სანდრა რულოვსი გამოეხმაურა ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ახალი ოჯახის შესახებ და თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო 1 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.