LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა რულოვსი ჩვენს სიყვარულს ვერ მოიპოვებს – მანანა არჩვაძე-გამსახურდია

1122
drueru

სანდრა რულოვსი ჩვენს სიყვარულს ვერ მოიპოვებს,-ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიააცხადებს, რომ  მისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობაზე იყრის კენჭს.

„მე დღეს აქ ჩამომიყვანა ზუსტად ზვიად გამსახურდიამ, რადგან ვიცი საქართველოს ისტორია კარგად, მით უფრო სამეგრელოსი. მე ჩამოვედი იმის გამო, რომ ვიღაც ერთი ქალი აპირებს, მერობაზე იყაროს კენჭი. ჩემთვის ეს მიუღებელია. მოგახსენებთ მის ამონარიდებს ე.წ. ავტობიოგრაფიიდან, რომელიც გამოიცა 2005 წელს – „იდეალისტის ნაამბობი“. თან ამბობს, რომ ეს არის მისი ავტობიოგრაფია. თუ ავტობიოგრაფიაში ზვიად გამსახურდია უნდა ფიგურირებდეს, თან ვიღაც რულოვსის ნაჯღაბნში, აქ უკვე სხვა დავალებაა.

ეს დავალება ჩვენთვის დიდი ხანია, შეცნობილი და გაშიფრულია. ერთი ბწკარი სიმღერა ერთმა მოღალატე ქალბატონმა ასწავლა და გადაწყვიტა, რომ მეგრელები იმდენად გულუბრყვილოები არიან, თუ მათ მეგრულად უმღერებს, ისინი უკვე შენი მონები გახდებიან. არა. მთელი სამეგრელო მღეროდა, მღერის და იმღერებს. ასე რომ, ვერავინ ვერ მოგვრთამავს და სიყვარულს ვერ მოიპოვებს, რადგან ეს არის შეფარული თამაში, იმ სპეცსამსახურების შემოთავაზებული, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გავიარეთ ეს ყველაფერი და ვერავინ ვერასოდეს ვერ მოგვიგებს, თუ თავად არ მოვიტყუებთ თავს“, – განაცხადა მანანა არჩვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები