LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ოს დილა „ოქროს გლობუსზე“ ტრიუმფის შემდეგ (ფოტო)

sandra

მსახიობი სანდრა ო, რომლისთვისაც გუშინდელი ღამე „ოქროს გლობუსზე“ ისტორიული აღმოჩნდა, ტრიუმფალურ გამარჯვებას ორიგინალურად აღნიშნავს. მსახიობი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სპორტულ სამოსში გამოწყობილი სასტუმროს ნომრის იატაკზე წევს, დილის საუზმეს შეექცევა და მაგიდაზე მიღებული „ოქროს გლობუსის“ ქანდაკება დევს.

შეგახსენებთ, რომ „გრეის ანატომიის“ ვარსკვკლავი სანდრა ო გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მიიღო. ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ერთდროულად ცერემონიალის წამყვანის და გამარჯვებულის ამპლუაც მოირგო. მას დრამატულ სერიალში „ევას მკვლელობისას“ შესრულებული მთავარი როლისთვის „ოქროს გლობუსი“ გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები