სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების განცხადების თანახმად, დევნილ ოჯახებს სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
“ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.