LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანაპიროს ბარები, კვების 13 ობიექტი, ფასდაკლებები აუზებზე და აკვაპარკზე – ხვალიდან „დრიმლენ ოაზისში“ დიდი თავგადასავალი იწყება

1383
1-2022-05-31_13-26-08_300926

შენი ოცნების ზაფხული იწყება – ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე „დრიმლენ ოაზისი“  ხვალიდან 2022 წლის ზაფხულის სეზონს ხნის. სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის ტალღების და ჩამავალი მზის სხივების ფონზე, სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიება სწორედ 11 ივნისს გაიმართება. „თქვენთვის ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად მოწვეული გვეყოლება TAMADA და მასთან ერთად აღვნიშნავთ ყველაზე მხიარული სეზონის დაწყებასაც. რას უნდა ელოდოთ ამ დღეს „დრიმლენდ ოაზისისგან“? – ეს არის: სანაპიროს ბარები; კვების 13 ობიექტი; ფასდაკლებები აუზებზე და აკვაპარკზე“, – აცხადებენ „დრიმლენდ ოაზისში“.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის პირველ ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, ღირებულება კი 60 ლარია.

რაც შეეხება სასტუმროში განთავსებას, ასევე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, „დრიმლენდ ოაზისია“ გთავაზობთ შემოთავაზებებს: სტანდარტული 2 ადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით – 400 ლარად. „ერთად შევხვდეთ დღეებს, რომლებიც სავსეა მზით, ტალღების ხმაურით, მუსიკის რიტმებით და ემოციებით“ – დასძენენ „დრიმლენდ ოაზისში“.

ცნობისთვის, Dreamland Oasis არის ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.

დაუვიწყარი თავგადასავალი შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის ტალღების და ჩამავალი მზის სხივების ფონზე – „დრიმლენდ ოაზისი“ ზაფხულის სეზონს იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები