LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ შენ ხარ, არაფრის მეშინია“ – ვოლოდიმირ და ოლენა ზელენსკების სკოლიდან დაწყებული სიყვარული

295
zelenski

გამოცემა „დეილი მეილი“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მეუღლის, ოლენა ზელენსკას სიყვარულზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, წყვილის სიყვარულის ამბავი სკოლაში, ბოლო კლასში დაიწყო და 27 წელია გრძელდება. ჯერ კიდევ იანვარში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ოლენა მეუღლეს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა და სოციალურ ქსელში შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა:

„მინდა, რომ ყველა ქალი ასეთი ბედნიერი იყოს, ასე გამოიყურება მხოლოდ ის, ვინც ასე ძალიან უყვართ. ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს. სანამ შენ ხარ, არაფრის მეშინია. ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს, გაუფრთხილდი თავს, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო“, –  წერდა ოლენა სოციალურ ქსელში.

წყვილმა 2003 წელს იქორწინა. მათი უფროსი ქალიშვილი ახლა 17 წლისაა. ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად ამბობს, რომ ოლენა მისი ყველაზე დიდი დასაყრდენია.

ოლენა ზელენსკას მიმართვა: „მადლობა მათ, ვინც კურნავს, სიცოცხლეს გადაარჩენს, ვინც ხალხს კვებავს…“

რა კადრებს ავრცელებს ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში: „ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები