LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ საქართველოში არ დამთავრდება მიტინგზე ფულით მიზიდვების პრაქტიკა, მანამ გაგრძელდება ადამიანების დაფასოება 20, 50 და 100 ლარიან საქონელად” – იაგო ფრანგიშვილი

277
BeFunky-collage

ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით თუ რა და რატომ მოხდა საქართველოში.

იაგო ფრანგიშვილი წერს:

“რა მოხდა საქართველოში ანუ რატომ არ მოხდა?

ძალიან მარტივი მიზეზის გამო და ეს მიზეზია

ფასი

ფული

საქართველოში მოქალაქეთა უმეტესობა დაარწმუნეს იმაში, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება, ანუ ყველაფერი შეგიძლია ფულზე გაყიდო. მომავალიც, სიმპათიებიც, იდეაც, გვერდით დგომაც, თანაგრძნობა და თანადგომაც,

თქვენ წარმოიდგინეთ და ლაჯებშორისი ადგილიც კი ცოცხის თვითგასარჭობად.

ყიდი ყველაფერს, რაც თავში გაქვს თუ არც გაქვს, რაც გაბადია და არც გაბადია, ყიდი დაპირებას, ყიდი მიტინგზე დგომას და საათობით, სამჯერადი კვებით და ბენზინის ფულთან ერთად მანქანის ცვეთის ხარჯთაღრიცხვით.

ამ ყიდვა გაყიდვას კი ყოველთვის ორი მხარე აქვს.

მყიდველი უმნიშვნელოვანესი მხარეა.

თუკი ამ მყიდველთა ბაზარზე, პოდიუმზე შედგი ფეხი, ხარ ზუსტად ისეთივე კარგი თუ ავი, სანდო თუ უნდო,
როგორიც არის შენს გარემოში მოვაჭრე ყველაზე თახსირი მყიდველი.

სანამ საქართველოში არ დამთავრდება მიტინგზე ფულით მიზიდვების პრაქტიკა, გაიმარჯვებს ის, ვინც მეტს იხდის,

მანამ გაგრძელდება ადამიანების დაფასოება 20, 50 და 100ლარიან საქონელად”,- წერს იაგო ფრანგიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები