LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ავირჩევ, ვიკითხავ, სად არიან მსაჯები

114
wenger

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა 2003-04 წლების საჩემპიონო სეზონზე ისაუბრა.

“ჩვენი წაუგებელი სერია მარტში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში შეწყდა და ამაზე პასუხისმგებლობა მსაჯებს ეკისრებათ. ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია. როცა მოვკვდები, ღმერთს აუცილებლად ვკითხავ, სად არიან მსაჯები. წინა სეზონი გასვლითი მატჩების წაუგებლად ჩავატარეთ და ტიტული ხელიდან საშინაო მარცხით გავუშვით. ფეხბურთელები ბრაზობდნენ, როცა ვუთხარი, რომ მომავალ სეზონში წაუგებლად თამაში შეგვეძლო, მაგრამ ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოვიპოვეთ.

თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ თუ არა ისტორიაში დარჩენა – ვუთხარი მათ. და მართლაც, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მოვიგეთ პრემიერლიგა წაგების გარეშე.“

“არსენალის” აღნიშნული წაუგებელი მატჩების სერია 49 მატჩი გრძელდებოდა.

ვენგერმა “მეთოფეები” 2017/18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა, მისი ადგილი კი უნაი ემერიმ დაიკავა.

 

სხვათა შორის, ეს „მანჩესტერთან“ წაგებული ის სკანდალური მატჩია, გასახდელში სესკ ფაბრეგასმა ალექს ფერგიუსონს პიცა რომ გაარტყა სახეში.

ხოლო მუსიე არსენი და სერ ალექსი მას შემდეგ გადაეკიდნენ ერთმანეთს და მანამდე უბრად იყვნენ, სანამ ვენგერი ფეხბურთიდან არ გააცილეს და ფერგიუსონმა საჩუქარი არ გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები