დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა, რომ მოსახლეობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს. თუმცა ეს ყველას არ ეხება. მან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენები და ვირუსისგან გამოწვეული შედეგები ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს.
პაატა იმნაძე:
“ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? „მეტი რა ვთქვა.. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს.
მისი თქმით, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს და საზოგადოება ამას დაემორჩილოს, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. ჩვენი ვალია ასაკიანი ადამიანები დავიცვათ და გავუფრთხილდეთ. ამიტომ არის საჭირო გარკვეული შეზღუდვები. თუმცა, ეს ქვეყნის გაჩერებას არ ნიშნავს, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
”ბიზნესის მეპატრონეებს არანაირი ჩაკეტვა არ დასჭირდებათ, სამსახურში რომ ყველა ავად გახდება, მომუშავე არ ეყოლება, მას ჩაკეტვა რად უნდა? იძულებული ვხდებით, წერტილოვანი შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და იმ შეზღუდვების შემოღება ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ჩაკეტილი იყოს”.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება აღარ ირცავს რეკომენდაციებს და თითქოს, არასერიოზულად აღიქვამს. ამიტომ შესაძლოა ამ ქმედებით სავალალო და უკონტროლო შედეგები მივიღოთ.