Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სანამ მოსამართლე გავხდები, გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან: გოჩა ლორთქიფანიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მოსამართლე გავხდები, გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან: გოჩა ლორთქიფანიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს

102
FORTUNA.GE- (7)

“რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან.” – აცხადებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე და განმარტავს იმ პროცესს, რომელიც უნდა გაიაროს, სანამ ჰააგის მოსამართლე გახდება:

“ამ მომენტისთვის, მე ვარ არჩეული მოსამართლე. არჩეულ მოსამართლესა და მოსამართლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას. შემდეგ არის ორგანიზაციული საკითხები. სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება. რა თქმა უნდა, სანამ  მოსამართლე გავხდები, მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან”. – განმარტა ლორთქიფანძემ.

მან მინისტრობის კანდიდატად წარდგენისათვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა :

“პრემიერობის კანდიდატს გადავუხდი მადლობას ორმაგი მხარდაჭერისთვის. ერთი ის, რომ მისი მხარდაჭერით ვსარგებლობდი საარჩევნო კამპანიის დროს. მეორე ის, რომ მან წარმადგინა ამ მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად.” – თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მას შემდეგ, რაც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლის მანტიას 9 წლის ვადით მოირგებს. მის კანდიდატურას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 76-მა დელეგატმა მისცა ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები