„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდებოდა, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან წარმატებული შეხვედრა ჰქონდათ.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ არაღიარების პოლიტიკაზე ყველას საათობით ელაპარაკებოდა ხოლმე და როგორც დეკანოიძე წერს, ამ მხრივ შედეგიც იყო.
„სანამ დამძიმდებოდა, მიშასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ციხეში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე ვლაპარაკობდით.
ტაილანდის ეპიზოდზე (ტალიანდში იმოგზაურა და თანხები დახარჯაო პროკურატურა ამბობს) ჩაილაპარაკა:
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო – მთელი ოკეანეთის ქვეყნები ჩამოვიყვანეთ, ოკუპაციაზე ვისაუბრეთ და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. საათობით ველაპარაკებოდი ყველასო. შედეგიც იყო.
რაში აინტერესებთ არაღიარების პოლიტიკა..“, – წერს დეკანოიძე.