LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ეს ისტერია გადაივლის დავასწროთ მსოფლიოს: ნინა კობახიძის საინტერესო ინიციატივა

284
nina-kobaxidze-news121212-2019-10-17-12-33-15-344255

Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე კორონავირუსის პირობებში საზღვრების გახსნის საინტერესო ინიციატივას აჟღერებს.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის შესაძლოა მიმოსვლა აღდგეს და თან უსაფრთხოების დონეც არ დაირღვეს – ეს კი სამაჯურებით და PCR ტესტებით უნდა მოხდეს.

“სამაჯურების სისტემა და PCR ტესტების კონტროლი იქნება ერთადერთი სწორი ამბავი ქვეყნებს შორის უსაფრთხო მიმოსვლის.

მაგალითად ჩამოვედი საქართველოში, შემაბეს სამაჯური, გამიკეთეს ტესტი, ორ დღეში კივის სამაჯური, ისევ ვიკეთებ ტესტს და პროგრამა აფიქსირებს. თუ არ გავიკეთე მიჭერენ და მივდივარ კარანტინში! ჩამოვართვით ხელი.

პ.ს. ავარიაში ყოველწლიურად მილიონ სამასი ადამიანი იხოცება, დღეში 3700 დაახლოებით, მაგრამ მანქანებს არ კრძალავს მსოფლიო – სანამ ეს ისტერია გადაივლის ტურიზმის  მენეჯმენტში დავასწროთ მსოფლიოს”, – წერს ნინა კობახიძე.

შეგახსნებთ, პანდემიის გამო, ქვეყანა სრულად ჩაიკეტა. ცოტა ხნის წინ, საზღვარი გაიხსნა მხოლოდ 5 ქვეყნისთვის, თუმცა თუ ქართველი სამოგზაუროდ წავა, უკან დაბრუნებისას ორკვირიანი კარანტინის გავლა მაინც მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები