LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ ცოცხალი ვარ ვიბრძოლებ თქვენთვის!ერთად ვიპოვნით სიცოცხლის ხალისს, ძალას და სხვებსაც დავეხმარებით”

1412
----2019-11-27-09-37-11-721881

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გადაცემა “სხვა ნანუკას” ეთერში გავრცელებული მიმართვის შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც პირად შეტყობინებებში ვერ პასუხობს ბოდიშს უხდის და ამასთან, ეუბნება, რომ ცხოვრების აზრის პოვნაში მათი გულშემატკივარია.

“მომართვების რაოდენობამ მოლოდინსაც გადააჭარბა და ჩემს შესაძლებლობებსაც, რომ ყველას საკმარისი დრო დაგითმოთ. ამიტომ ბოდიშს მოვუხდი, თუ ვინმესთან მიმოწერაში არ ვიყავი საკმარისად ყურადღებიანი. ვწუხვარ, რომ ამდენი ხართ, მაგრამ გამარჯვების დასაწყისად ვთვლი, რომ ჩუმად დარჩენას მოწერა არჩიეთ. მზად ვარ მთელი ჩემი დრო და ენერგია დავუთმო თქვენს დარწმუნებას, რომ სუიციდი იგივე მკვლელობაა და არცერთ შემთხვევაში (!) არ არის სწორი გამოსავალი, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც გყავს.

ხოდა თქვენ ყველას გყავთ გულშემატკივარი – ეს მე ვარ, თქვენი ყველას გულშემატკივარი მთელი გულით, არ დავიხევ უკან, არ ვიქნები ლიმიტირებული, სანამ ცოცხალი ვარ ვიბრძოლებ თქვენთვის! ჩვენ ერთად ვიპოვნით გამოსავალს, სიცოცხლის ხალისს, ძალას და სხვებსაც დავეხმარებით, მივცემთ მაგალითს როგორ გადალახონ რთული პერიოდი, გავუღიმებთ, ჩავეხუტებით და სიცოცხლის სურვილს ვირუსივით გადავდებთ ერთმანეთს”

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე და ჟურნალისტი ლულუ კახიანი, რომელტაც 5 თვის წინ უფროსი ქალიშვილი, ლენო გარდაეცვალათ, ამ ტრაგედიასთან გამკლავებას სხვა მოზარდების დახმარებით შეეცდებიან.

გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი პრობლემური მოზარდებისთვის საინტერესო ადგილს შექმნიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები