Nike-მა კრიშტიანო რონალდოს ბრაზილიელი რონალდოს და მაიკლ ჯორდანის შემდეგ მუდმივი კონტრაქტი შეთავაზა.
Nike-მა მადრიდის „რეალის“ ლიდერს სექტემბერში კონტრაქტი 2021 წლამდე გაუგრძელა და ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც AS-სთვის ცნობილი გახდა, პორტუგალიელმა შესაძლოა ამერიკულ კომპანიასთან სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტს გამოკრას ხელი.
არც ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში სპეკულაციური თემა გაჩნდა, რომ adidas-ს სურს Nike-ს რონალდო წაართვას, თუმცა გერმანულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
Nike-თან მუდმივი კონტრაქტი გაფორმებული აქვს ბრაზილიელ ფენომენ რონალდოს და კალათბურთის მეფეთა მეფეს მაიკლ ჯორდანს.