მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსი ცხოველებს გამოუვლინდა. ამ დრომდე, ყველა შემთხვევაში დაინფიცირების წყარო ადამიანი იყო.
ძაღლს კორონავირუსი პატრონისგან გადაედო
აშშ-ში კორონავირუსი ორ გორილას დაუდასტურდა. ინფორმაცია სან-დიეგოს ზოოპარკის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გორილებისთვის ტესტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ ხველება დაეწყოთ.
დაინფიცირების წყარო სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომლები გახდნენ, რომლებსაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაჰქონდათ.
„მათ მხოლოდ ახველებთ, სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობენ. გორილების ოჯახი კარანტინშია. ისინი ერთად ჭამენ. ველოდებით, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან“. – ვკითხულობთ სან-დიეგოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზოოპარკში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ცხოველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ზოოპარკი დეკემბრიდან დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია.