თუ თქვენი სამზარეულოსთვის ტექნიკას ეძებთ, ყველაზე დიდი არჩევანი extra.ge- ს აქვს.
ექსტრა ეს არის ფიზიკური მაღაზიების ონლაინ პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს 500-ზე მეტი მაღაზიის 100 000-ზე მეტ პროდუქტს, შესაბამისად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ექსტრაზე პროდუქციის დიდი არჩევანია.
თუ პრეტენზია გაქვთ თანამედროვე სამზარეულოზე, მაშინ ის აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკით.
ექსტრაზე ნახავთ როგორც ცნობილი ბრენდების უახლეს მოდელებს, ასევე ბიუჯეტურ და გამომდგარ ტექნიკას თქვენი სამზარეულოსთვის.
სამზარეულოს წვრილ და მსხვილ ტექნიკას შეუცვლელი წვლილი შეაქვს გემრიელი კერძების, წვენების თუ ტკბილეულის მომზადებაში.
თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული წვენსაწური არის იმის გარანტია, რომ არც დიასახლისს და არც ოჯახის სხვა წევრებს არ დაეზარებათ გამოწურონ ახალ-ახალი წვენები და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღონ ვიტამინები.
წვენსაწურის შერჩევისას უმჯობესია ისეთზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელსაც მოჰყვება თავისი ჭიქა და აქვს დიდი კონტეინერი, რათა მარტივად შეძლოთ ყველა საჭირო პროდუქტის მოთავსება და სისუფთავის დაცვით გამოწუროთ და მიირთვათ ფრეში.
საიტზე წარმოდგენილია, როგორც ციტრუსის წვენსაწური, ასევე უნივერსალური ვარიანტები.
ციტრუსის წვენსაწური შედარებით პატარაა, შესაბამისად, ნაკლებ ადგილას იკავებს სამზარეულოში, თუმცა უნივერსალური წვენსაწურის შეძენის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის გამოწურვას.
მნიშვნელოვანია, რომ წვენსაწური ადვილად ირეცხებოდეს, რათა ამ ფაქტმა არ შეგიქმნათ პრობლემა და უარი არ გათქმევინოთ მის ყოველდღიურ გამოყენებაზე.
გაითვალისწინეთ, ვაშლს და მსხალს გაწურვის წინ უნდა გამოაცალოთ უხეში შუაგული. ატამს, გარგარს, ქლიავს და ა.შ კურკები. საზამთროს და ნესვს კანი და ა.შ.
ხილი ან ბოსტნეული უნდა დაჭრათ ისე, რომ იგი ჩაეტიოს წვენსაწურის ყელში, საიდანაც გადაინაცვლებს სეპარატორში (ერთი ნივთიერებისაგან მეორის გამოსაყოფი მოწყობილობა) იქ კი მოხდება ცალკე წვენის და ცალკე რბილობის (ნარჩენის) გამოყოფა. რაც უფრო ფართოა წვენსაწურის კორპუსის ყელი, მით უფრო დიდი ნაყოფის დამუშავებაა მისი საშუალებით შესაძლებელი.
ექსტრაზე წვენსაწურის გარდა ნახავთ ყველა იმ ნივთს, რაც სამზარეულოში აუცილებლად უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს – იქნება ეს ბლენდერი, მიქსერი, ჩაიდანი, ყავის აპარატი, ტოსტერი, ორთქლსახარში ქვაბი, აეროგრილი თუ სხვა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსტრა იძლევა ონლაინ განვადების საშუალებას, თუ იმ მომენტში არ გაქვთ საკმარისი თანხა სასურველი ნივთის შესაძენად, განწყობას ნუ გაიფუჭებთ. შეავსეთ განვადების განაცხადი სახლიდან გაუსვლელად თქვენს სასურველ ნივთზე და დაელოდეთ პასუხს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გახარებთ, რომ შერჩეული ნივთი უკვე თქვენია.
ეს ერთი და სხვა მრავალი – ექსტრა გემრიელ შოპინგს გისურვებთ!
(R)