LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამყარო მარცხდება, მოგვეცით ვაქცინები, რადგან ის ღარიბ ქვეყნებს სჭირდება: ჯანმოს დირექტორი

193
გებრეისუსი

“ახლა მთავარი პრობლემა ვაქცინების მიწოდებაა. უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები, რადგან ის ღარიბ ქვეყნებს სჭირდება. ჩვენი სამყარო, როგორც გლობალური საზოგადოება, მარცხდება.” – ვაქცინების სამართლიანი განაწილების მოთხოვნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მწარმოებლებსა და ქვეყნების ლიდერებს კიდევ ერთხელ მიმართა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ ახლა მთავარია მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბ სახელმწიფოებს ვაქცინები აჩუქოს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში, ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან რისკ-ჯგუფში, ამ ფონზე კი უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყნებს ვაქცინის ძალიან მცირე რაოდენობა ხვდება.

გებრეისუსის განცხადებით, WHO კიდევ ერთხელ გმობს გლობალურ მარცხს და აფრიკასა და აზიის გარკვეულ ნაწილში არსებულ ვითარებას მსოფლიო პრობლემის საწყისს უწოდებს.

“ჩვენი სამყარო მარცხდება. აფრიკაში გასულ კვირას, წინა კვირებთან შედარებით, ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 40 %-ით გაიზარდა და ეს ძალიან საშიშია. “დელტა” ვარიანტი მსოფლიოში ვრცელდება.” – თქვა მან.

ქველმოქმედება საკუთარი გადარჩენისთვის - 5 მიზეზი, რის გამოც მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას ვაქცინა უნდა გაუზიაროს

"ვაქცინაცია დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში, თუმცა პანდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინაზე წვდომა ყველას ექნება".

შეგახსენებთ, ვაქცინების დოზებთან დაკავშირებული კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ინფექციების ზრდის ფონზე, ინდოეთმა ვაქცინების ექსპორტი შეამცირა.

ჯერ კიდევ მარტში, ვაქცინის მთავარმა მიმწოდებელმა “ასტრაზენეკამ”, რომელიც ინდოეთში მდებარეობს, განაცხადა, რომ მიწოდებას შეზღუდავდა, რათა მარაგი საშინაო მოხმარებისთვის შეენარჩუნებინა.

გადაწყვეტილების გავლენა კი საკუთარ თავზე განსაკუთრებით ღარიბმა ქვეყნებმა იგრძნო, რადგან ვაქცინების ძირითად გამტარ კოვაქსპლატფორმას არ აღმოაჩნდა ვაქცინის საკმარი დოზები, რომლებსაც ღარიბ ქვეუნებს გადასცემდა.