LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს.. ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ“ – რას ჰყვება „ტოჩინოშინი“ ახალ ცხოვრებაზე 

1815
Untitled design (11)

ქართველი სუმოისტი, „ტოჩინოიშინი“ ლევან გორგაძე ცოტა ხნის წინ მეორე შვილის – ხარებას მამა გახდა.

ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება მოიპოვა

კარიერის დასრულების შემდეგ ლევან გორგაძემ მედიასთან პირველად ისაუბრა. მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განვლილი ცხოვრება და კარიერიდან მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და ასევე ისაუბრა საკუთარ შვილებზე:

„ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა, რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა… სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე, ანასტასიაზე ამხელა ამაგი არ მაქვს…

მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი, მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, მის აღზრდაში ვერ ვმონაწილეობ… ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა…

ხარებას დედა იაპონელია. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი – ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე, თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი. მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა“, – ამბობს ლენაგ გორგაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები