Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სამწუხაროდ, ეს გამოწვევა ჩვენ ყოველ წელს გველოდება – კობახიძე 17 მაისისა და 5 ივლისის მოვლენებზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ეს გამოწვევა ჩვენ ყოველ წელს გველოდება – კობახიძე 17 მაისისა და 5 ივლისის მოვლენებზე

91
1

2013 წლის 17 მაისისა და მიმდინარე წლის 5 ივლისის საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. საუბარია საქმეზე, რომელიც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში წააგო და რომელიც მიტინგის დარბევას უკავშირდება.

კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ ეს გამოწვევა, ქვეყანას ყოველ წელს ელოდება:

“მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა – რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ. ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, აქ რიცხოვნობასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის.

დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია, თუ რა არის, ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ყოველწლიურად ექნება მას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მცდელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება.

თქვენ ნახეთ შარშან, რომ სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა, იმისათვის, რომ ყველა ღონისძიება დაცული ყოფილიყო და ეს მოხერხდა, ვიდრე 5 ივლისი დადგებოდა. არაერთი ღონისძიება იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც მარტივი იყო უსაფრთხოების დაცვა.” – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მიმდინარე წლის 5 ივლისს, ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების აქციას და აქციის მონაწილეებს, რომლებიც კონტრაქციის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ:

“რაც შეეხება 5 ივლისს, რაც მოხდა, მოხდა დღის პირველ ნახევარში, როცა ამ ყველაფრის მოლოდინი არ იყო, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მოლოდინი არ იყო, იმიტომ, რომ ასეთი რაღაც არ მომხდარა – რაღაც პროგნოზები ხომ კეთდება წარსული გამოცდილების საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა, ეს მოლოდინი არ იყო, თან ჟურნალისტები მუშაობენ შუაგულში, როდესაც, სამწუხაროდ, მოულოდნელი აგრესია გაჩნდა ჟურნალისტების მიმართ და 6 ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა, ეს იყო რთულად პროგნოზირებადი, რადგან უამრავი აქცია იმართება, სადაც შუაგულში მუშაობენ ჟურნალისტები.” – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ მე-3 მუხლი (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა) დაირღვა. სასამართლომ სახელმწიფოს, ჯამში, 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

იხილეთ ვრცლად:

სტრასბურგმა საქართველოს 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა