სამების საკათედრო ტაძარში მრევლისთვის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა და ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“სამწუხარო რეალობა დღეს რაც გვაქვს არის, რომ ერთობისგან ძალიან შორს ვართ. განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს და პოლიტიკოსებს. განკითხვა არ არის ჩვენი საქმე.
უფალი ბრძანებს, რომ არ განვიკითხოთ და მტერიც უნდა გვიყვარდეს. მაგრამ დღევანდელი რეალობით ჩვენ ერთმანეთიც არ გვიყვარს. ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული. რამდენი ცოდვა გროვდება და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. თუ ჩვენ არ დავდგებით ღმერთთან და არ მოვინანიებთ, სამწუხაროდ, არაფერი არ გვეშლება,“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა ქადაგებისას.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე წირვას ვერ დაესწრო.
ილია მეორე საკვირაო წირვას ვერ დაესწრება - როგორია პატრიარქის მდგომარეობა
,,ექიმის ძალიან დიდი თხოვნა და შეთავაზება იყო, რომ დარჩენილიყო დღეს და არ წაბრძანებულიყო მსახურებაზე"
დღეს არც პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო გამოჩენილა.