LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, არც ბავშვები და არც მოზრდილები, ვინც წარსულში კორონავირუსის სხვა შტამით იყო ინფიცირებული, არ არიან დაცული ომიკრონით ინფიცირებისგან – ივანე ჩხაიძე

255
ivanechxaidze

არიან თუ არა დაცული ბავშვები და მოზრდილები ომოკრონის შტამისგან თუ მათ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი წარსულში. ამ კითხვას ,,ფორტუნას” გადაცემაში  ,,სტუმრად ექიმთან” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა:

„სამწუხაროდ არც ბავშვები და არც მოზრდილები, ვინც წარსულში კორონავირუსის სხვა შტამით იყო ინფიცირებული, არ არიან დაცული იმისაგან, რომ ომიკრონით დაინფიცირდნენ. ამ შემთხვევაში ბუნებრივი იმუნიტეტი ბევრად ვერ გვეხმარება, რაც შეეხება ვაქცინაციას, არსებული კვლევები უჩვენებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ორჯერადად აცრა ომიკრონით ინფიცირების რისკს 33%-ით ამცირებს. მაშინ, როდესაც ალფა შტამის შემთხვევაში ეს რიცხვი 95% გახლდათ. მასთან შედარებით ცოტათი ნაკლებეფექტურია „ასტრაზენეკა“ და კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტურია „სინოვაკი“. თუმცა ეს რაც შეეხება ინფიცირებას. მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილობისაგან დაცვის მაჩვენებლები კი მაღალია. მაგალითად „ფაიზერის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70-75% გახლავთ. დადასტურებულია, რომ ძალიან ეფექტურია ბუსტერ დოზაც. „ფაიზერის“ ბუსტერი 25-ჯერ ზრდის შანსს, რომ ვირუსს ადვილად გადავიტანთ, „მოდერნას“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40 გახლავთ. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია მაინც ერთადერთი სწორი გამოსავალია, ორჯერ აცრილმა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიკეთონ ბუსტერ დოზა“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

ვრცლად:

ომიკრონი სიმპტომებით უფრო გაციებას ჰგავს, ახასიათებს სისუსტე, დაბალი სიცხეები, ყელის ტკივილი და სურდო – ივანე ჩხაიძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები