LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხაროა ის, რაც მოხდა… ბებია-ბაბუები ხო ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ იყვნენ”,-პაატა იმნაძე ფეხბურთის გულშემატკივრებზე

354
imedinews-8-1

„როცა ადამიანები აკრიტიკებენ სხვა ადამიანებს სადღაც შეკრების გამო და მერე თვითონ იკრიბებიან… სამწუხაროა, ის, რაც მოხდა… ბებია-ბაბუები ხო ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ იყვნენ“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ რეკომენდაციები დაირღვა და სასურველია სტადიონთან შეკრებილმა პირებმა თვითმონიტორინგი აწარმოონ.

“მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ.

სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ 112-ში და სწრაფად მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები