LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები“ – თალაკვაძე არახამიაზე

156
fot (8)

„სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას შესაძლოა პრობლემები შექმნილიყო.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით არახამია დაცილებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს.

არახამია: კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება

„ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები. იქნებოდა დიდი სკანდალი”, — აღნიშნა დავით არახამიამ ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ინტერვიუში „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც საქართველო-უკრაინის მეგობრობას აზიანებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. როგორც ჩანს, ეს საქართველოში თითოეულს უფრო კარგად გვესმის, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში

სამწუხაროა, რომ დავით არახამიას ხალხი, მთავრობა, ხელისუფლება ქვეყანა და საზოგადოება ცალ-ცალკე წარმოუდგენია. საქართველო არის ერთიანი, საზოგადოება, ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა ერთად აკეთებს ყველაფერს, რათა ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენი მშვიდობის, ტრადიციების, კულტურის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით. შესაბამისად, ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას დააცალკევებს.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მას, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და აცილებულია იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში არსებობს. საქართველო მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას. თუ დავით არახამია არ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის მისი პრობლემა და აბსოლუტურად დაცილებულია უკრაინელი ხალხის რეალურ სურვილებთან.

სამწუხარო და სევდიანია, რომ ქვეყნის უმძიმეს ომში მყოფი ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იცლის საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებისთვის და ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. საქართველო რჩება უკრაინის მხარდამჭერად, უკრაინის მეგობრად და ამას დავით არახამიას ვერცერთი განცხადება ვერ შეცვლის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები