LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება“ – 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

201
Untitled design (5)

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მისივე თქმით, ამ მხრივ რუსთაველზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. გვინდა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები განხორციელდეს – არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, გამაგრებითი სამუშაოები. არის ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძელები, რომელსაც სპეციალური დამუშავება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება.

ეს სამუშაოები 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება იმიტომ,რომ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა არის, ამას ემატება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. მომავალი წლიდან ვაპირებთ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები