LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუნდიალო ამბები: მესი ალფა-ბანკის სახეა, მოურინიო ექსპერტი, ექიმებს გამეორებას აჩვენებენ

87

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტელეარხ Russia Today-ზე იმუშავებს.
55 წლის სპეციალისტი დროებით არხის ექსპერტი გახდება.
მოურინიოს მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრა უკვე მიყავდა.

ლეო მესი „ალფა-ბანკის“ სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
ბანკმა პრომო-კამპანია ჩაუშვა, რომლის ფარგლებში 5 ათას სუვენირსა და 3 ათას ბილეთს გაათამაშებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამ ყველაფრის ოფიციალური სახეა.
გათამაშება 6 მარტიდან ყოველკვირეულად ჩატარდება.

ნაკრები გუნდების სამედიცინო შტაბს ვიდეოგამეორებაზე წვდომა ექნება.
ამგვარად ექიმები შეძლებენ მოთამაშის ტრავმის შეფასებას.
მსოფლიო პირველობაზე მატჩი შეიძლება სამ წუთამდე შეჩერდეს ტრავმის სერიოზულობის შესაფასებლად. პირველ რიგში ეს თავის ტრავმას ეხება.
მსგავსი გამოცდილება რაგბიში გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები