LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუდამოდ მავთულხლართებით ვერ დააკავებ ადამიანებს – ქეთევან ციხელაშვილი

157
qeti cixelashvili

სამუდამოდ მავთულხლართებით ვერ დააკავებ ადამიანებს, პროგრესისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის გარეშე,  რომელსაც დღეს ვქმნით ჩვენ სწორედ მოსახლეობისთვის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

მან ასევე რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რეგულარულად უწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება.

“ჩვენ 11 წელია ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ. საქმე გვაქვს ძალიან ცოცხალ საფრთხესთან, რომელიც არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებში არ შედის. სამუდამოდ მავთუხლართებით ვერ დააკავებ ადამიანებს. წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში ახერხებენ წვდომას ან აქვთ სურვილი”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები