LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ივლისის ბოლოდან ეძებდნენ

147
პოლიციაა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამოჩინებულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ხრამში ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა ნახა.

არსებული ინფორმაციით, კაცს ზურგჩანთაში პირადობის მოწმობა ჰქონდა, რითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი 51 წლის გიგა ნადირაძე იყო.

მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.