სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობებით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო.
შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.