სამტრედიაში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრში მოხდა.
მედიაში გავრცელებული ცნობითვე, მოკლული საღამოს სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.