სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში, გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ამოიყვანეს. თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ოჯახის წევრები პოლიციამ სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ოჯახში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.